top of page
მთავარი/ სტრესისა და შფოთვის შემსუბუქება

სტრესისა და შფოთვის შემსუბუქება

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ფლოუთ თერაპია ამცირებს შფოთვას უფრო ეფექტურად, ვიდრე სხვა თერაპიული ჩარევები

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ძლიერი ანტიდოტი სტრესისა და შფოთვისთვის

მცირე რაოდენობით შფოთვა და სტრესი ნორმალური და ჯანსაღია, მაგრამ ბევრი ჩვენგანი განიცდის ძლიერ სტრესს, რომელიც აზიანებს ჩვენს ჯანმრთელობას და  კეთილდღეობას.

სტრესისა და შფოთვის შემცირება კომპლექსურია, მაგრამ არსებობს ფიზუკური და მენტალური ყოფა, რომელზეც ფლოუთ  თერაპიას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.

ერთი საათი ფლოუთ თერაპია ამცირებს  წნევას, კორტიზოლის დონეს და სხვა სტრესთან დაკავშირებულ  ნეიროქიმიურ ნივთიერებებს , როგორებიცაა ნორეპინეფრინი, ადრენალინი და ACTH*. ის ასევე ამცირებს აქტივობას ამიგდალაში - (თავის ტვინის ის არეა რომელიც ზედმეტად აქტიურია სტრესის ან შფოთვის დროს).

ტვინის კვლევის ლაურეატის ინსტიტუტის 2018 წლის კვლევა აჩვენა რომ:

ფლოუთ თერაპიამ მნიშვნელოვნად შეამცირა შფოთვა, მონაწილეებმა აღნიშნეს სტრესის, კუნთების დაძაბულობის, ტკივილის, დეპრესიისა და ნეგატიური აფექტის მნიშვნელოვანი შემცირება, რასაც თან ახლავს განწყობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხასიათდება სიმშვიდის, დასვენების, ბედნიერების და საერთო კეთილდღეობის მატებით […] მონაწილეებმა, რომლებსაც ყველაზე ძლიერი შფოთვა ქონდათ აღნიშნეს ყველაზე დიდი ეფექტი

ჯასტინ ფეინსტიენმა, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ კვლევას, თქვა:

არსებითად,  რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ წინასწარი მონაცემებით, არის ის, რომ ამიგდალა ითიშება ფლოუთ თერაპიის შემდგომ ;, - ამბობს ფაინშტაინი. „სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ეს შეიძლება მოხდეს ისე, რომ არ საჭიროებდეს მედიკამენტებს.

ამ მდგომარეობაში შესვლა ჩვენს გონებას და სხეულს საშუალებას აძლევს განიტვირთონ და გვახსენებს ჩვენს ბუნებრივ, მოდუნებულ მდგომარეობას, რათა უფრო ადვილად ვიპოვოთ გზა ამ მდგომარეობისკენ.

ფსიქიკური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაცია Mind, ასევე ვარაუდობს ძლიერ კავშირებს ცუდ ძილსა და შფოთვას შორის,რაც გამოიხატება იმაშიც , რომ ადამიანები რომლებიც სტრესის შესამცირებლად ფლოუთ თერაპიას იტარებენ აღნიშნავენ , რომ მათ უკეთესად ეძინათ  სესიის შემდეგ. 

*(Hutchinson, 1984; Kjellgren, 2003; Bood et al, 2006; Dierendonck, 2005)

bottom of page