top of page

კონფიდენციალურობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს Floatcenter.ge თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა Floatcenter.ge-სთან. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ვებგვერდ Floatcenter.ge-ს საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.​​
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?​

  • Floatcenter.ge-ს მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ მომსახურებაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად.
    როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

  • ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:

  • თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საიტზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი);

  • თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;

  • მომსახურების მიღების მიზნით თქვენი მომართვა;

  • თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა;

  • საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.
    სატელეფონო ზარები
    ჩვენს მხარდაჭერის ოფისში შემავალი და გამომავალი სატელეფონო ზარები იწერება მომსახურების გაუმჯობესების, სწავლების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის მიზნით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას იმ სერვისებთან დაკავშირებით, რომლითაც სარგებლობთ.
    თქვენ უფლება გაქვთ:​

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;

  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;

  • მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:

  • გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე „კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

  • მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;

  • მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.

  • მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ:

  • სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;

  • მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ დაბლოკვას;

  • მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;

  • მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა;

  • ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი მონაცემის დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი;

  • წარადგინოთ პრეტენზია დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში;

  • თქვენი უფლებების შეზღუდვა:

  • თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.
     

bottom of page