top of page

Privacy

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს Floatcenter.ge თქვენ მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა Floatcenter.ge-სთან. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ვებგვერდ Floatcenter.ge-ს საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.​​
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?​

  • Floatcenter.ge-ს მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ მომსახურებაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი კონტაქტი არ გვაქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი პროდუქტების/მომსახურების გასაუმჯობესებლად.
    როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?

  • ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:

  • თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საიტზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი);

  • თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;

  • მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა;

  • თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;

  • საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.

bottom of page